ბიზნესი
05/07/2021

არც დამსვენებელია და არც ჯავშნები - ბორჯომის საოჯახო სასტუმრო “ლომი“

ტურისტული სეზონი ბორჯომსა და ბაკურიანში უკვე დაწყებულია, თუმცა, არა იმ ტემპით, როგორც ეს გასულ წლებში იყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი, კერძო სექტორის განმარტებით, პანდემიაა.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ბორჯომში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ლომის“ დამფუძნებელი გურამ ლომიძე აცხადებს, 7 ნომრიან სასტუმროში ამ დროისთვის არც დამსვენებელია და არც მომავალი თვეებისთვის ჯავშნებია. 

„ხალხი მაინც თავს იკავებს დასვენებისგან, შარშანაც ასე იყო და წელს უარესადაა ყველაფერი. დამსვენებელი არ ჩანს, შეიძლება რამდენიმე ძველი ტურისტი მოვიდეს, რომლებიც  ჩემთან მუდმივად დადიოდნენ. პანდემიამდე ამ დროს ჯავშნები გვქონდა. რაც შეეხება მოლოდინებს, ნეგატიური მაქვს, ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული,“ - აცხადებს ლომიძე.

მისი ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტს მცირე ბიუჯეტი აქვს, კურორტზე მაინც შეკეთებულია გზები, გარე განათების სისტემები და ასე შემდეგ. რაც შეეხება გასართობი ობიექტებს, ძირითადად არის კვების ობიექტები და საბავშვო ატრაქციონები.

„ბორჯომში ჰაერია კარგი, გასართობი რაც არის  საბავშვოა,“ - აცხადებს ლომიძე.

საოჯახო სასტუმრო „დასვენება ბორჯომში“ თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ სეზონი დამსვენებლის გარეშე მიმდინარეობს.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023