ბიზნესი
18/10/2021

ანა საბახტარიშვილი: საქართველოში მშენებლობა საბჭოური სტანდარტებით მიმდინარეობს

დღეს საქართველოში მშენებლობა მიმდინარეობს იმ სტანდარტებით, რომელიც ფაქტობრივად ძველ, საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობას წარმოადგენს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა საბახტარიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სექტორში ახალი, ეროვნული სტანდარტები არ არის განსაზღვრული.

საბახტარიშვილი მნიშვნელოვანად მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არ  არსებობს სექტორის განვითარების სტრატეგია.

"სამწუხაროდ, ხედვა, თუ სად მიდის დღეს სამშებელო სექტორი, რა არის ძირითადი გამოწვევები და როგორ უნდა დაიძლიოს ის, არ არსებობს. შესაბამისად, თითოეული კომპანიის წარმატება, მენეჯერების პირად უნარებზეა დამოკიდებული", - განმარტავს ასოციაციის ხელმძღვანელი.

საბახტარიშვილი აღნიშნავს, რომ ვერანაირი მენეჯერული უნარით ვერ შეძლებს კომპანია დაძლიოს გამოწვევა, თუ არ არის სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა.

„გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, იგივე DCFTA-ს ფარგლებში ადაპტირება მოვახდინოთ და გამოვიყენოთ ევროპული სტანდარტები, საუბარია ჰარმონიზებულ, ტექნიკურ ნორმებზე, ევროკოდებზე.

ეს პროცესი გარკვეულწილად დაწყებულია, თუმცა, ტემპი არ არის დამაკმაყოფილებელი. ალბათ მეტი რესურსის ჩადებაა საჭირო და უფრო მაღალ დონეზე ყურდღების მიქცევა,“ - აცხადებს საბახტარიშვილი.

მისივე განცხადებით, სექტორში მაგალითად კრიტიკას ვერ უძლებს ხარჯთაღრიცხვების სისტემა, მისი შედგენა ძალიან ცუდი პრაქტიკით ხდება, რომელიც მიუღებელია ევროპაში.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023