ბიზნესი
11/08/2021

"ამ სიტუაციაში სამარცხვინოა რაიმე ღონისძიების გამართვა" - რესტორანი "მარანი ჰოლი"

რესტორან „მარანი ჰოლის“ დირექტორი მალხაზ ნუცუბიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ დღეს HoReCa-ს ყველა წარმომადგენელს უნდა, რაც შეიძლება მეტი იმუშაოს და რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღოს. თუმცა, ინფიცირების ბოლო დღეების მაჩვენებელის გათვალისწინებით, დაშვებულიც რომ იყოს, ნამდვილად სამარცხვინოა რაიმე ღონისძიების და ივენთის გამართვა.

„სიტყვას ვიძლევი, რომ ვიდრე ქვეყანაში ასეთი მდგომარეობა იქნება, მთავრობამ რეგულაციებიც რომ მოხსნას, მე დიდ სუფრებს და ღონისძიებებს ჩემს რესტორანში არ გავაკეთებ. ჩვენ თუ ახლა ერთმანეთს არ გავუფრთხილდით, არავინ გააკეთებს ამას და უფრო ცუდი შედეგი გვექნება,“ - აცხადებს ნუცუბიძე.

ფინანსურად რამდენად შეძლებს რესტორანი ფუნქციონირებას, მაშინ, როდესაც მისი შემოსავლის უდიდეს ნაწილს ქორწილები და სხვადასხვა დიდი ღონისძიება იყო, ნუცუბიძე აცხადებს, რომ რთულია, თუმცა, სხვა გამოსავალი არ არის.

„ჩემს კომპანიაში შევცვალე ხელფასების  გაცემის სქემა. დავიზღვიე თავი და ჩემი თანამშრომლები ყოველდღიურ ანაზღაურებაზე გადავიყვანე. რამე რომ მომხადრიყო და შემოსავალი აღარ ყოფილიყო, მე ამხელა ვალი არ დამგროვებოდა,“ - აცხადებს ნუცუბიძე.

შეგახსენებთ, რესტორნები ქორწილის მასპინძლობისთვის ჯერ დაჯარიმდებიან, შემდეგ დაიხურებიან, - დაწესებული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება. 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ სხვა სარიტუალო დარბაზის მფლობელი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 10 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში მოხდება ობიექტის დალუქვა. 

კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 24:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023