
"ალფა" მზესუმზირის ზეთის სოიოს ზეთით იმპორტის ჩანაცვლებაზე მუშაობს
შპს „ალფა“ მზესუმზირის ზეთის იმპორტის ჩანაცვლებაზე მუშაობს.
როგორც კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანიის დირექტორი ირაკლი ციხისთავი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, განიხილება სოიოს ზეთით ჩანაცვლება. ამ დროისთვის რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტი შეფერხების გარეშე ხორციელდება, თუმცა, კომპანიაში ალტერნატიულ გზებზე მუშაობენ.
„ერთი თვის ზეთის მარაგი რუსეთიდან მოდის, გზაშია, შეფერხება არ გვქონია, თუმცა, ხვალ და ზეგ რა იქნება არავინ იცის. მსოფლიოში, ზეთის წარმოების 70% რუსეთსა და უკრაინაზე მოდის, დანარჩენი 30% სხვა ქვეყნებზე. შესაბამისად, ჩანაცვლება იქნება რთული.
განიხილება, რომ მზესუმზირის ზეთი ჩანაცვლდეს მაგალითად, სოიოს ზეთით. მზესუმზირის ზეთის მწარმოებელი ალტერნატიული ბაზრის პოვნა და ჩანაცვლება, საკმაოდ დიდი პრობლემაა,“ - აცხადებს ციხისთავი.
კითხვაზე, როგორ მოხდება რუსულ კომპანიებთან ანგარიშსწორება და ხომ არ გადაიხედება ფასები, ციხისთავი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე პრობლემას არც ეს ნაწილი წარმოადგენს. რაც შეეხება ფასებს, ამ დროისთვის მხოლოდ 7-8%-იანი ზრდაა.
„დაბოლოკილია 7 ბანკი, დანარჩენი საფინანსო ინსტიტუტები ჩვეულებრივად მუშაობენ. შეზღუდვების შემდეგ გადარიცხები უპრობლემოდ განვახორციელეთ. ჩვენ პროდუქტს დოლარში ვყიდულობთ და ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო შესაძლოა ფასები გადაიხედოს,“ - აცხადებს ციხისთავი.
შპს „ალფა“ აწარმოებს ისეთი კვების პროდუქტების იმპორტს, როგებიცაა: ბრინგი, წიწიბურა, ფქვილი და ასე შემდეგ.