ბიზნესი
12/10/2021

აგრიაპი: თაფლის გაყიდვა სასტუმროებში დრამატულად შემცირდა, რითეილ სექტორში - მზარდია

თაფლის მწარმოებელი კომპანია „აგრიაპის“ დამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორთან“ პანდემიის გავლენაზე საუბრობს. კომპანიის სამიქნობის დაწყება პანდემიის პერიოდს დაემთხვა, შესაბამისად, როგორც დავით ალექსიძე ამბობს, პანდემიამდელ მაჩვენებელთან ამჟამინდელი სურათის შედარება, სწორი არ იქნება.

„რითეილში საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს, რასაც ვერ ვიტყვით HoReCa სექტორში გაყიდვებზე.სასტუმროების ნაწილში შემცირება დრამატულია, რითეილის შემთხვევა მზარდია,“ - აცხადებს ალექსიძე.

მისი ინფორმაციით, კომპანია ამ დროისთვის  8 ფერმერთან თანამშრომლობს, რომლისგანაც ნატურალურ თაფლს იბარებს და შემდეგ აფასოებს.

როგორც ალექსიძე აცხადებს, საფუტკრე მეურნეობები, საიდანაც „აგრიაპი“ მეფუტკრეობის სუფთა და ბუნებრივ პროდუქტებს იბარებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. მათ შორის, წაბლის თაფლს კომპანია საირმის ხეობიდან, მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში განთავსებულ საფუტკრე მეურნეობებიდან იბარებს, გაზაფხულის თაფლს ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში განთავსებული საფუტკრე მეურნეობებიდან, ხოლო ცაცხვის თაფლი საირმის ხეობიდან, ასევე კახეთიდან, სადაც საფუტკრე მეურნეობა განთავსებულია სოფელ ფშაველში, ომალოსკენ მიმავალ გზაზე, მდინარე სტორის ხეობაში. კომპანია ასევე თანამშრომლობს ყაზბეგში არსებულ საფუტკრე მეურნეობასთანაც.

კითხვაზე, რამდენად ხარისხიან თაფლს სთავაზობენ ფერმერები და აწყდება თუ არა ხარისხის პრობლემას, ალექსიძე აცხადებს, რომ კომპანია თაფლს ლაბორატორიულად შემოწმების გარეშე, ან შესაბამისობის სერთიფიკატის წარმოდგენის გარეშე არ იბარებს.

„რამდენიმე ათეულ, პოტენციურ ახალ მომწოდებელთან გვქონდა პრობლემა, რადგან მათ მიერ წარმოდგენილ ნიმუშებში ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტებს,“ - აცხადებს ალექსიძე.

„აგრიაპის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ კომპანია პროდუქტის რეალიზაცია ხდება როგორც HoReCa სექტორში (როგორც წონით, ისე პორციული, 10 გრამიანი შეფუთვებით), ისე რითეილ სექტორში (პორციული ფორმით, ასევე ქილებში)

„პორციული თაფლის წარმოების იდეა ჩვენ გვეკუთვნის. "აგრიაპი" პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც თაფლი პორციულ შეფუთვებში გამოუშა. სანამ ჩვენ ბაზარზე შემოვიდოდით, სასტუმროების 90% იმპორტირებულს მოიხმარდა. იყენებდნენ ხშირ შემთხვევაში თურქულს, რომელიც ხშირ შემთხვევაში იყო თაფლისებრი მასა. ინსპიორაციაც აქედან წამოვიდა და ჩავთვალეთ, რომ ამ სეგმენტის ათვისებას შევძლებდით. ამ გადმოსახედიდან გარკვეულწილად შევძელით.

10 გრამიანი შეფუთვის ფასი 25 თეთრია. პროდუქტით უკვე დაინტერესდა რითეილ სექტორი, მათ შორის, შევიტანეთ სააფთიაქო ქსელ „პეესპეშიც“, მოლაპარაკებები გვაქვს „ავერსშიც. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით გავფართოვდებით,“ - აცხადებს ალექსიძე.  

მისი ინფორმაციით, კომპანიამ უკვე შეისყიდა ახალი დანარგარები, რომელიც სამომავლოდ სხვადასხვა სახის პორციული შეფუთით პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას შექმნის.

შეგახსენებთ, „აგრიაპის“ თაფლის პროდუქცია ქართულ ბაზარზე 2018 წლიდანაა წარმოდგენილი. დღეისთვის ჩვენი კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია უმრავლესობა საცალო ვაჭრობის ქსელებში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023