ბიზნესი
26/09/2023

2023 წელს გარემოსდაცვითი მონიტორინგის მიმართულებით, 9000-მდე სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა

2023 წელს გარემოსდაცვითი მონიტორინგის მიმართულებით 9000-მდე სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიელ ირემაძე აცხადებს.

"მონიტორინგისთვის, ძირითადად ვიყენებთ 2 მეთოდს, გარემოს დაცვის პატრულირება სწრაფი რეაგირების მეშვეობით, 24 საათის განამვლობაში. ძირითადად, იფარება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემატიკები, როგორიცაა უკანონო ნადირობა, თევზჭერა, წიოაღის უკანონო სარგებლობა და სხვა, რომელიც დაკავშირებულია გარემოსდაცვით დანაშაულებებთან.  მათ შორის ნარჩენების კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დარღვევები.

რაც შეეხება ინსპექტირების ნაწილს, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს გააჩნია საკუთარ ინსპექტორთა ჯგუფი, რომლებიც როგორც გეგმიურ, ასევე არაგეგმიურ ინპექტირებას ახორციელებენ.

2023 წელს დაახლეობით 9000-მდე სამართალდარღვევაა გამოვლენილი, საიდანაც 8000-მდე, ანუ უმეტესობა არის ადმინისტრაციულ სამართალდართღვევათა კოდექსის შესაბამისი დარღვევები, დანარჩენი კი სისხლის სამართლის შემცველ გარემოებებს შეიცავს,"-აღნიშნავს ტარიელ ირემაძე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც საჭირო ინფორმაციას გასცემენ და მეწარმეებს მონიტორინგის გეგმის შედგენაში ეხმარებიან, გამოწვევები მაინც რჩება.

როგორც Green Steps - ის დირექტორი ქრისტინე კოროშინაძე აცხადებს, პრობლემ ის, რომ ხშირად ბიზნესს არ აქვს ინფორმაცია, თუ რომელი დოკუმენტები შეიძლება დასჭირდეთ.

"გამოწვევები არსებობს, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მონაცემებზე დაყრდნობით დაახლოებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი კომპანია დაჯარიმდა, გარემოსდაცვითი ნებართვების თუ მონიტორინგის გეგემის არასწორად შესრულებლობის გამო.

ვფიქრობ, ამ მხრივ გაუმჯობესდა სიტუაცია. გარემოსდაცვითი დოკუმენტების ხარისხი ბევრად გაუმჯობესებულია, შესაბამისად ბიზნესთან კომუნიკაციაც გააქტიურებულია. ვფიქრობ საქართველოში ბოლოდროინდელი სამწუხარო მოვლენების გამო ბიზნესი უფრო მეტად გააქტიურდება. განსაკუთრებით მონიტორინგის ჭრილში, რადგან ეს არის მათი საქმიანობის უსაფრთხოების გარანტი,"-ამბობს ქრისტინე კოროშინაძე.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოსთვის, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის გარემოს დაცვა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.

ამის ნაწილია ისიც, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული გადაწყვეტილებით, ბიზნესი ვალდებულებას იღებს აწარმოოს გარემოსდაცვითი მონიტორინგი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023