ბიზნესი
09/11/2021

"2022 წლიდან CO-ს ნორმების გამკაცრებას სწორი ადმინისტრირება სჭირდება"

„კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე დროულსა და მისასალმებელს უწოდებს ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის ახალი, გამკაცრებული რეგულაციების 2022 წლიდან ამოქმედებას.

„საკმაოდ კარგი რეფორმაა, თუ ეს რეალურად განხორციელდა, თუმცა, ამასაც ბევრი წახნაგი აქვს. თუ რაღაც შემოვიღეთ და შემდგე ვერ მოვახდინეთ მისი ადმინისტრირება, ეს უარესია. ზოგადად, ახლა რა მეორადი ავტომობილებიც შემოდის ქვეყანაში, მაგ სტანდარტს ყველა აკმაყოფილებს, უბრალოდ, აქ ხდება კატალიზატორების ქურდობა, გაცვლა, ამას სწორი ადმინისტრირება სჭირდება.

მაგალითად, ელიავაზე ვინც კატალიზატორებს იბარებს, საიდან იბარებს არავინ იცის და ამას მუშაობა სჭირდება. სწორი მართვა აუცილებელია,“ - აცხადებს გიორგი სურგულაძე "ბიზნესპარტნიორთან".

შეგახსენებთ, 2022 წლის 1-ელი იანვარიდან ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს ახალი, გამკაცრებული ნორმების დაკმაყოფილება მოუწევთ.

გამკაცრებული რეგულაცია გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის უფრო დაბალ მაჩვენებელს ითვალისწინებს. 2021 წელს არსებული 0.6%-დან ნორმა დაბალ და მაღალ ბრუნზე, შესაბამისად, 0.3%-დან 0.5%-მდე დაშვებას გულისხმობს.

რეგულაცია 2020 წლის 1 აპრილამდე განბაჟებულ და რეგისტრირებულ ავტომობილებს ეხება. ამ პერიოდის შემდეგ განბაჟებულ და რეგისტრირებულ ავტომობილებში კი კატალიზატორის ქონაც სავალდებულო ხდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023