ბრატისლავადან ბრიუსელამდე - როგორ შემცირდა ავიამარშუტები
EUROCONTROL-ის მონაცემების თანახმად, 2020 წელს COVID-19-ის გამო დაწყებული საავიაციო კრიზისის ფონზე ევროპაში საჰაერო მარშრუტები შემცირდა, ხოლო თვითმფრინავები უფრო "შემსუბუქდა".
თუ 2019 წელს თვითმფრინავმა ევროპის ცაზე ერთი ფრენისას საშუალოდ 1062 კმ მანძილი დაფარა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 981 კმ-მდე შემცირდა. ეს კი ბრატისლავა-ბრიუსელის მარშრუტის ეკვივალენტურია.
იმავდროულად, როგორც ადრე, ერთი ფრენისთვის, თვითმფრინავს საშუალოდ ევროპის სამი ქვეყნის საჰაერო სივრცეში უწევდა ფრენა.
ასევე, თვითმფრინავის საშუალო წონა 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 87,9 ტონიდან 86,4 ტონამდე შემცირდა, თუმცა წონა იცვლებოდა სახელმწიფოების მიერ დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად.
მაგალითისთვის, 2020 წლის მერე კვარტალში თვითმფრინავების საშუალო მაქსიმალური წონა იყო 111,5 ტონა, რაც აჭარბებს წინა კრიზისამდე არსებული პერიოდის იგივე მაჩვენებელს – 91,1 ტონას.
EUROCONTROL-მა ეს ახსნა იმით, რომ ამ პერიოდში მრავალი ფრენა ხორციელდებოდა თვითმფრინავებით, რომლებსაც სამედიცინო აღჭურვილობა და სხვა საქონელი გადაჰქონდა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ზაფხულში შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო და ცას არაერთი სამგზავრო თვითმფრინავი დაუბრუნდა, საჰაერო ხომალდის საშუალო წონა ივლისში წონა 75 ტონაზე დაეცა, რაც 2020 წლისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.
კრიზისის ფონზე, ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, ავიაკომპანიები გადავიდნენ მათ ავიაპარკში არსებულ უფრო მცირე ზომის და შედარებით ეფექტურ თვითმფრინავებზე, რომელთაც ნაკლები მოთხოვნა აქვთ.