"უპრეცედენტო ციფრული გარდაქმნის პროცესში ვართ და მჯერა, ამ კრიზისიდან უფრო ძლიერნი გამოვალთ"
„ახლა ჩვენ უპრეცედენტო ციფრული გარდაქმნის პროცესში ვართ, რაც კიდევ უფრო დააჩქარა ამჟამინდელმა რეალობამ. დარწმუნებული ვარ, ერთად ამ კრიზისიდან კიდევ უფრო მოქნილი და ძლიერები გამოვალთ, - აღნიშნავს ვახტანგ ბუცხრიკიძე თიბისი ბანკის 2019 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშში.
ბანკის ანგარიშში ნათქვამია, რომ თიბისი ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც სწრაფი რეაგირება მოახდინა პროცესებზე - შეიქმნა ანტიკრიზისული გეგმა თანამშრომლებისა და კლიენტების უსაფრთხოებისთვის, ქვეყანაში არსებული გამოწვევების დასაძლევად მყისიერად მოხდა ფინანსური, ადამიანური და ინტელექტუალური რესურსების მობილიზება.
ანგარიშში მითითებულია, რომ თიბისის საწყისი ნაბიჯი ფიზიკური პირებისთვის, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის მფლობელებისთვის სესხის გადახდაზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი იყო. ასევე, ბიზნესებისთვის, რომლებიც ტურიზმისა და კვების სფეროს წარმოადგენენ და საჭიროებენ სოციალურ შეკრებებს. საშეღავათო პერიოდი დამატებით სამი თვე გაგრძელდა იმ კლიენტებისტვის, რომლებზეც კრიზისმა ყველაზე მეტად იმოქმედა.
თიბისიმ, როგორც ერთ-ერთი უდიდესი კომპანია რეგიონში, გაითვალისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე. კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს გამოიყენონ დისტანციური არხები, რომელთა მეშვეობითაც ოპერაციების 93%-ის შესრულება ინტერნეტითაა შესაძლებელი. კარგად განვითარებული ციფრული შესაძლებლობები, კომპანიას დაეხმარა ხელი შეეწყო კლიენტებსთვის მომსახურების დაბრკოლებების გარეშე მიღებაში.
საბანკო საქმეში გადადგმულ ნაბიჯებთან ერთად, თიბისი დაწინაურდა თავისი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობით და მხარი დაუჭირა და განახორციელა მრავალი საინტერესო და საჭირო იდეა. კომპანიამ შექმნა პროგრამა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას ე.წ. TBCforyou, რომელიც აერთიანებს ყველა წამოწყებულ პროექტს COVID-19-ის ზიანის შესამცირებლად. გამოწვევების საპასუხოდ გამოიყო 5 მილიონი ლარი, აქედან, 2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის, დისტანციური განათლების პოპულარიზაციაზე, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე დაიხარჯება, ხოლო 3 მილიონ ლარზე მეტი საკომისიო ხარჯებისთვის, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესითვის.
"სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას გადამწყვეტი როლი აქვს გამოწვევების დაძლევაში. თიბისი იზიარებს ამ პასუხისმგებლობას და თანამშრომლობს მთავრობასთან ქვეყნის საჭიროებების მოგვარების მიზნით. ამ მხრივ პრიორიტეტულია ჯანმრთელობის დაცვა. თიბისი ბანკმა 352,000 ლარის 10,000 COVID-19- ის სწრაფი ტესტი შეიძინა და გადასცა ჯანდცვის სამინისტროს", - ნათქვამია ანგარიშში.