ბიზნესი
24/11/2021

ზეთის ფასის ზრდას მსოფლიო ტენდენცია განაპირობებს

საქართველოს მოუწევს მსოფლიო ტრენდს მიყვეს და ზეთის გაძვირებაც სწორედ ამ პროცესის ნაწილია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოში  მზესუმზირის წარმოება  შესაძლებელია, თუმცა ის მაინც ვერ იქნება თვითკმარი ადგილობრივი ბაზრისთვის და იმპორტი აუცილებელია.

"ჩვენ ვერ მოვიყვანთ ყველა კულტურას, მათ შორის მზესუმზირასა და ხორბალს იმ რაოდენობით რომ იყოს თვითკმარი. საქართველო არის მსოფლიო ბაზრის ნაწილი და ყველა ცვლილება, რაც მსოფლიო ბაზარზე მოხდება საქართველოზეც აისახება. ამას უნდა შევეგუოთ და პრობლემა ის კი არ არის ესა თუ ის პროდუქცია გაძვირდება თუ გაიაფდება, არამედ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება უნდა იყოს მზად შეხვდეს ამ ცვლილებას თავისი შემოსავლებით", - განმარტავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი.

საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და ამიტომ მიწის ეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით, სახელმწიფო  პროექტები  მრავალწლიან კულტურებზეა აქცენტირებული, რადგანაც   მათ  მეტი დამატებული ღირებულება მოაქვს და მეტად ეფექტურია. 

შეგახსენებთ, რუსეთმა, რომელიც საქართველოში ზეთის და მზესუმზირის მთავარი იმპორტიორია,  ექსპორტზე 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ერთ ტონაზე, საექსპოტო გადასახადი  277 დოლარამდე იზრდება.

 

Businesspartner