ბიზნესი
26/10/2021

ეკონომიკის აღდგენა ნავთობპროდუქტების იმპორტსაც ზრდის

ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ტემპს უკავშირებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ნავთობპროდუქტების იმპორტისა და მოხმარების ზრდას.

კავშირში მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ ბენზინის საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი  თურქმენეთი გახდა, რაც ისტორიაში არასდროს დაფიქსირებულა. "ამას განაპირობებს მასზე არსებული შედარებით დაბალი ფასი", - განმარტავენ ნავთობიმპორტიორთა კავშირში.

2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი წლიურად 47 000 ტონით (5.8%) გაიზარდა და 855 000 ტონამდეა. მაჩვენებელი 75,1 ათასი ტონით (9,6%) არის გაზრდილი პანდემიმამდელ მაჩვენებელთან შედარებით, 2019 წელს ქვეყანაში იმპორტირებული იყო 779 000 ტონას მცირედით აღემატებოდა.

ქვეყანაში საანგარიშო პერიოდში იმპორტირებულია 445 400 ტონა ბენზინის საწვავი (57 400 ტონით, 14,8% მეტი), დიზელის საწვავის იმპორტი კი წლიურ 2.5%-იან (10 300) კლებას აჩვენებს და 409 000 ტონაა. 

კატეგორიების მიხედვით, იანვარ-სექტემბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 287,2 ათასი ტონა (64,5%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 149,5 ათასი ტონა (33,5%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 8,7 ათასი ტონა (2,0%);

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს თურქმენეთი 195 000 ტონით, რაც მთელი იმპორტის 22,8%-ია. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 168,5 ათასი ტონა - 19,7%; რუსეთი - 164,2 ათასი ტონა - 19,2%; ბულგარეთი - 137,7 ათასი ტონა - 16,1%; რუმინეთი - 131 ათასი ტონა - 15,3%; საბერძნეთი - 25,5 ათასი ტონა - 3% და სხვ.

ბენზინის საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელიც თურქმენეთია, საიდანაც ქვეყანაში შემოვიდა 134,8 ათასი ტონა ბენზინი (მხოლოდ A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი), მთელი ბენზინის იმპორტის 30,3%. დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელია აზერბაიჯანი, განახორციელდა 168,5 ათასი ტონა დიზელის საწვავის იმპორტი, რაც მთელი დიზელის საწვავის იმპორტის 41,2%-ია.

 

 

Businesspartner